ნიგვზიანი ბაჟე

ნიგვზიანი ბაჟე!

ადვილად მოსამზადებელი

10 წუთი

4 ადამიანზე

ინგრედიენტები:
●გატარებული ნიგოზი - 0.5 ჭიქა

● არაჟანი 10% - 0,5 ჭიქა

● კამა - პატარა კონა

● ზეთი - 2 ს/კ

● მარილი და პილპილი - გემოვნებით

● ანადუღარი წყალი - 2 ს/კ

მომზადების წესი:

დაჭერით წმინდად მწვანილი, დაუმატეთ ნიგოზი, ზეთი, ანადუღარი წყალი, არაჟანი და მწიკვი დაფქული შავი წიწაკა.

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ჭიქაში, დაამაგრეთ ბლენდერზე და დააჭირეთ START/STOP ღილაკს, დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

უხდება ხორცს, თევზს და რა თქმა უნდა, მჭადს.

გემრიელად მიირთვით!

Ninja BN495EU

Previous
Previous

ბერლინური სოუსი

Next
Next

შქმერული