Shark.jpg
Ninja.jpg

ჩვენ შესახებ

SharkNinja Operating LLC ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა და აერთიანებს წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საწმენდი მოწყობილობების ორ ლიდერ ბრენდს - Shark® და Ninja®.

მრავალფუნქციური პროდუქტებით SharkNinja-მ სწრაფად მოიპოვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წილი და სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია გახდა.

SharkNinja-ს უახლესი, ინოვაციური ვაკუუმ სისტემები და მაღალხარისხიანი სამზარეულოს ტექნიკა პოზიტიურად აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. SharkNinja-ს პროდუქცია დატვირთული და საქმიანი ადამიანების ცხოვრების სტილს იდეალურად შეესაბამება.

SharkNinja ამაყობს თავისი ინოვაციებით, მოხმარების სიმარტივითა და კონკურენტული ფასებით.

SharkNinja Georgia მსოფლიოში აღიარებული ლიდერი ამერიკული კომპანიის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.