შქმერული

შქმერული!

ადვილად მოსამზადებელი

40 წუთი

4 ადამიანზე

ინგრედიენტები:

● ქათამი - 1 კგ

● დაჭყლეტილი ნიორი - 1 სკ

● რძე - 1 ჭიქა (250 მლ)

● მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქათამი, ან წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან სპეციალური, მძიმე თუჯის თავსახური-პრესი დავადოთ, მისი დიამეტრი ტაფისაზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს, რათა უშუალოდ ქათამს ეხებოდეს. თუ ასეთი თავსახური არ გვაქვს, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, ზემოდან კი მძიმე ნივთი დავადოთ.

  2. 6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.

  3. შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ კეცზე. ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, დაჭყლეტილი და არა დანით დაჭრილი, ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10 %-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2  წუთი და დავასხათ ქათამს.

    შქმერული მზადაა, გემრიელად მიირთვით!

Ninja C30024EU

Previous
Previous

ნიგვზიანი ბაჟე

Next
Next

ლაზანია ბულგარულ წიწაკაში