ბერლინური სოუსი
ინგრედიენტები:
● სასურველი მწვანილი - კამა, ოხრახუში, პიტნა, რეჰანი და ა.შ
● ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
● ლიმონი - 1/2
● არაჟანი - 300 გ
● მარილი და პილპილი გემოვნებით
● ნიორი - 1 კბილი
მომზადების წესი:
ლიმონი გამოვწუროთ.
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი არაჟნის გარდა ბლენდერის ჭიქაში, ჭიქა დაამაგრეთ ბლენდერზე და დააჭირეთ START/STOP ღილაკს, დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
შევურიოთ არაჟანი და მიღებული სოუსი მაცივარში გავაციოთ.
უხდება ღუმელში, ან გრილზე შემწვარ ხორცეულს, თევზს, ბოსტნეულს.
გემრიელად მიირთვით!