სენდვიჩის პური
ინგრედიენტები:
● ½ ჭიქა წყალი
● ½ ჭიქა ნედლი რძე
● 2 სუფრის კოვზი საფუარი
● 1 სუფრის კოვზი გრანულირებული შაქარი
● 5 სუფრის კოვზი კარაქი
● 1 კვერცხი
● 1 ჩაის კოვზი შაქარი
● 3 შიქა ფქვილი
მომზადების წესი:
დაუმაგრეთ ცომის საზელი დანები 1.8L-იან ბლენდერის ჭიქას, ჩაასხით შიგნით წყალი, რძე, ჩაყარეთ საფუარი და შაქარი, დაასვენეთ 5 წუთი.
5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ცომის დანარჩენი ინგრედიენტები. დაახურეთ თავსახური და აირჩიეთ კომბაინზე DOUGH რეჟიმი, დააწექით START/STOP-ს.
როდესაც პროგრამა დასრულდება, მოათავსეთ ცომის გუნდა მსუბუქად დაზეთილ ჯამში. გადახურეთ სამზარეულოს ცელოფნით, ან სუფთა ნაჭრით და დაელოდეთ 20-30 წუთი ამოსვლამდე, ან სანამ ცომი არ გაორმაგდება ზომაში.
გაახურეთ ღუმელი 350° F- მდე (170 გრადუსი ცელსიუსით) და როდესაც ცომი ამოვა, გამოაცხვეთ ღუმელში 30-35 წუთის მანძილზე, სანამ ოქროსფრად არ მოიბრაწება.
გამოცხობის შედეგ დაასვენეთ პური 30 წუთის მანძილზე, დაჭერით სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით !