ვაშლის ნამცხვარი
ინგრედიენტები:
შიგთავსი:
● 6 ვაშლი „გრენი სმიტი“ (გაფრცქვნილი, გულამოღებული, დაჭრილი ¼ ნაწილებად)
● 2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
● ½ ჭიქა შაქარი
● 2 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
ცომი:
● 2 ჭიქა ფქვილი
● 2 სუფრის კოვზი შაქარი
● 2 ჩაის კოვზი მარილი
● 120 გრამი კარაქი(ცივი, დაჭრილი ოთხკუთხედებად)
● ½ ჭიქა წყალი
● ნედლი რძე
მომზადების წესები:
გაახურეთ ღუმელი 350° F- მდე (170 გრადუსი ცელსიუსით), მოამზადეთ ნამცხვრის 20-25 სანტიმეტრიანი ნამცხვრის ფორმა, ჩააფინეთ საკონდიტრო ქაღალდი, ან გამოიყენეთ მიწებების საწინააღმდეგო სპრეი.
შიგთავსის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთს ჯამში და გვერდზე გადადეთ.
დაუმაგრეთ ცომის საზელი დანები 1.8L-იან ბლენდერის ჭიქას, ჩაყარეთ შიგნით ფქვილი, მარილი, შაქარი და კუბებად დაჭრილი კარაქი, დაახურეთ თავსახური და აირჩიეთ კომბაინზე DOUGH რეჟიმი, დააწექით START/STOP-ს.
როდესაც ინგრედიენტები კარგად შეერევა ერთმანეთს, დაუმატეთ წყალი ბლენდერის ჭიქას და აირჩიეთ PULSE რეჟიმი ცომის მოსაზელად.
გააცივეთ ცომი 10 წუთის მანძილზე, გაყავით ორ ნაწილად და მოფქვილულ ზედაპირზე გააბრტყელეთ 25-20 სანტიმეტრიან წრეებად. გაბრტყელებული ცომის ერთი ნაჭერი ჩააფინეთ ნამცხვრის ფორმაში და დაუმატეთ შიგთავსი, ცომის მეორე ნაჭრით კი, დაფარეთ შიგთავსი.
საკონდიტრო ფუნჯით წაუსვით ნამცხვარს ნედლი რძე და გაუკეთეთ ზედაპირს ჩანგლით რამდენიმე ხვრელი.
გამოაცხვეთ 45 წუთის მანძილზე.
გემრიელად მიირთვით!