გოგრის კრემსუპი

გოგრის კრემსუპი!

მარტიად მოსამზადებელი

30-40 წუთი

4 ადამიანზე

ინგრიდიენტები:

● გოგრა - 1 ცალი

● ხახვი - 2 ცალი

● ნიორი - 1 თავი

● პური - 1 ცალი

● ნაღები გემოვნებით

● პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:


1. 1 ცალ გოგრას კანი მოვაშოროთ, გავთალოთ სათლელით, დავჭრათ საშუალო ზომებად, დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს და დავდგათ გაზზე. ქვაბში ჩავაგდოთ ერთი მთლიანი გათლილი ხახვი არომატისთვის.

2. ცალკე დავჭრათ ერთი ცალი ხახვი და დაბალ ცეცხლზე კარაქში დავაკარამელიზიროთ დაჭყლეტილი ნივრის 3-5 კბილთან ერთად. ხახვი როცა დარბილდება და ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, გამოვრთავთ. მოხარშულ გოგრას ვუმატებთ ძალიან ცოტა ქათმის ბულიონს, ან გოგრის ნახარშ წყალს, კარამელიზებულ ხახვს და ნიორს და ვაბლენდერებთ 5 წუთის განმალობაში, სანამ სასურველ კონსისტენციამდე არ მივა. თუ მასა სქელია, ვამატებთ მეტ ნახარშს და ვურევთ. პილპილი და მარილი გემოვნებით.

3. დაჭრილი პურის ნაჭრებს ვჭრით პატარა კუბიკებად და ღუმელში ვაცხობთ ზეითუნის ზეთთან ერთად იმისათვის, რომ მივიღოთ კრუტონები. გოგრის კრემსუპს ზემოდან ცოტაოდენ ნაღებს ვასხამთ, ზემოდან ვაყრით ცოტაოდენ გოგრის თესლსა და პილპილს. კრუტონები ან გახუხული პური ცალკე პატარა თეფშით მივიტანოთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!

Ninja HB150EU

Previous
Previous

კალცონე

Next
Next

ბერლინური სოუსი