კალცონე
ინგრიდიენტები:
● ფქვილი - 500 გ
● წყალი - 320 მლ
● ზეითუნის ზეთი - 6 ს/კ
● მშრალი საფუარი - 7 გ
● შაქარი - 3 ჩ/კ
● მარილი - 3 ჩ/კ
● კვერცხის გული - 1 ცალი
● პომიდორი - 3 ცალი
● ტომატპასტა - 90 გ
● პილპილის ნარევი: - 1 ჩ/კ
● ხმელი ორეგანო - 1 ჩ/კ
● იტალიური სუნელები (ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი) - 1 ჩ/კ
● ნიორი - 3 კბილი
● საქონლის ხორცის ფარში - 400 გ
● ღორის ხორცის ფარში - 400 გ
● ხახვი - 1 თავი
● მოცარელა - 100 გ
● ზეთი - 4 ს/კ
მომზადების წესი:
დაუმაგრეთ ცომის საზელი დანები 1.8L-იან ბლენდერის პიტჩერს, ჩაყარეთ პიტჩერში ნახევარი შაქარი, ჩაასხით 250 მლ წყალი, დაუმატეთ საფუარი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ასევე 1 ჩ/კ მარილი და ფქვილი, დაახურეთ თავსახური და აირჩიეთ კომბაინზე DOUGH რეჟიმი, დააწექით START/STOP-ს.
ამოიღეთ მოზელილი ცომი პიტჩერიდან, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 60 წუთი.
აადუღეთ წყალი და დაასხით პომიდვრებს. გააჩერეთ.
აფუებული ცომს დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი, ჩაზილეთ და კვლავ გააჩერეთ 1 საათით.
გაფცქვენით პომიდორი, დაჭერით და დააბლენდერეთ ნიორთან ერთად.
გადმოასხით მიღებული მასა მშრალ ტაფაზე, დაუმატეთ დარჩენილი წყალი, ტომატპასტა, 1 ჩ/კ მარილი და დარჩენილი შაქარი, ორეგანო და 0,5 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
ცალკე ჯამში აურიეთ ორივე სახეობის ხორცი, 1 ჩ/კ მარილი, პილპილის ნაზავი და 0,5 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები.
გაახურეთ ტაფაზე ზეთი (3 ს/კ)/ დაჭერით ხახვი კუბიკებად და მოხრაკეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ ხორცის ფარში და თუშეთ ბოლომდე.
აიღეთ ღუმელის ფირფიტა, გადმოაბრუნეთ, მოაყარეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი ორ ფირფიტად. წაუსვით ერთ ფირფიტას ტომატის სოუსი, მოაყარეთ ხორცის ფარშის მასა, დაახეხეთ მოცარელა, დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა და კარგად შეუწებეთ კიდეები.
ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ს/კ ზეთთან ერთად და წაუსვით ღვეზელს ზედაპირზე.
მოათავსეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!