პიცის სოუსი
ინგრიდიენტები:
● დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი, ან კონსერვირებული - 1 ქილა
● ხახვი - 1 თავი
● ნიორი - 1 კბილი
● ბაზილიკის ფოთოლი - 3
● ხმელი ორეგანო (თავშავა) - 1 ს/კ
● მწიკვი მარილი
● მწიკვი შავი წიწაკა(პილპილი)
● მწიკვი შაქარი - სურვილისამებრ
● ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ Ninja-ს ბლენდერში მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მიღებული სოუსი გადაიტანეთ ქვაბში და 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ, გადმოიტანეთ სოუსი სასურველ ჭურჭელში.
თავდახურულ ჭურჭელში, მაცივარში მოთავსებული სოუსი 1 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
გემრიელად მიირთვით!