პასტა ყველით

goat-cheese-pasta-in-bowl-720x720.jpg

პასტა ყველით !

ადვილად გასაკეთებელი

ადვილად გასაკეთებელი

15-20 წუთი

15-20 წუთი

4 ადამიანზე

4 ადამიანზე

ინგრიდიენტები:

● 1 შეკვრა პასტა
● 2-3 ჭიქა თბილი წყალი
● 3 სუფრის კოვზი კარაქი
● 2 სუფრის კოვზი ფქვილი
● 1 ჩაის კოვზი მარილი
● ½ ჩაის კოვზი შავი წიწაკა(პილპილი)
● 1 ჭიქა ნედლი რძე
● 1 ჭიქა გახეხილი სულგუნი
● ½ ჭიქა გახეხილი იმერული ყველი
● 1 შეკვრა მდნარი ყველი
● ½ ჭიქა საფანელი

მომზადების წესი:

  1. მოათავსეთ პასტა Ninja-ს ტაფაში და დაუმატეთ წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე დაბალ ცეცხლზე.

  2. ხარშეთ პასტა იქამდე, სანამ წყლის 80 პროცენტს არ შეიწოვს, დაახლოებით 15-20 წუთი, ხშირად ურიეთ.

  3. პასტის შუაგულში გააკეთეთ მცირე ჩაღრმავება, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, როდესაც კარაქი ბოლომდე გადნება, დაუმატეთ ფქვილი და აქტიურად ურიეთ მანამ, სანამ ინგრედიენტები ჯეროვნად არ შეერევა ერთმანეთს.

  4. განაგრძეთ მორევა და აკურატულად დაუმატეთ პასტას რძე, მდნარი ყველი, ½ ჭიქა გახეხილი სულგუნი, ½ გახეხილი იმერული ყველი, მარილი და შავი წიწაკა.

  5. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, გადმოიღეთ ტაფა ცეცხლიდან, დარჩენილი ყველი, კარაქი და საფანელი ჯამში აურიეთ ერთმანეთს და მიღებული მასა თანაბრად მოათავსეთ პასტის ზედაპირზე.

  6. დააყენეთ Ninja-ს ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე და გახურების შემდეგ ტაფა მოათავსეთ ღუმელში 2-3 წუთით, სანამ პასტის ზედაპირი ოქროსფრად არ მოიბრაწება.

    გემრიელად მიირთვით!

Ninja C30026EU

Ninja C30026EU

creamy-macaroni-cheese-4.jpg
Previous
Previous

ნუშის კარაქი

Next
Next

პიცის სოუსი