ვაშლის ქრამბლი

Apple-crumble-4.jpg

ვაშლის ქრამბლი !

საშუალო სირთულის

საშუალო სირთულის

40-50 წუთი

40-50 წუთი

4-6 ადამიანზე

4-6 ადამიანზე

ტოპინგი:

● ½ ჭიქა ფქვილი
● ½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
● ¼ ჭიქა თეთრი შაქარი
● 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
● მწიკვი მარილი
● 6 სუფრის კოვზი კარაქი, გაგრილებული, დაჭრილი კუბებად

შიგთავსი:

● 2 სუფრის კოვზი კარაქი
● 4-6 ვაშლი, სასურველია მომჟავო გემოსი
● 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
● მწიკვი მარილი
● 2 სუფრის კოვზი ფქვილი
● 3 სუფრის კოვზი, ბრენდი ან ვისკი
● 1 სუფრის კოვზი ლიმონის, ან ლაიმის წვენი

მომზადება:

გაახურეთ Ninja-ს ღუმელი 350 გრადუსზე ფარენჰაიტით (170 გრადუსი ცელსიუსით)

  1. ვაშლის ქრამბლის ტოპინგის მოსამზადებლად, შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, თეთრი და ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და მარილი, დაუმატეთ კარაქი და კარგად აზილეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

  2. შიგთავსის მოსამზადებლად გაადნეთ კარაქი Ninja-ს ტაფაზე და დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი. ნელა, მაგრამ გაუჩერებლად ურიეთ, მორევისას დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და მარილი, მობრაწეთ 3-5 წუთის მანძილზე.

  3. პატარა ჯამში კარგად აურიეთ ერთმანეთს ფქვილი, ბრენდი(ან ვისკი) და ლიმონის წვენი, მიღებული მასა დაუმატეთ დაჭრილ ვაშლს და ურიეთ მანამ, სანამ ვაშლის ყველა ნაჭერი არ იქნება თანაბრად სველი.

  4. გადმოდგით Ninja-ს ტაფა ცეცხლიდან და თანაბრად დაუმატეთ ტოპინგი.

  5. მოათავსეთ ტაფა ღუმელში და გამოაცხვეთ 25-30 წუთის მანძილზე.

  6. გადმოიღეთ ქრამბლი ღუმელიდან და გაგრილების შემდეგ სურვილისამებრ დაუმატეთ ვანილის ნაყინი.

    გემრიელად მიირთვით!


Ninja SP101EU

Ninja SP101EU

gluten-free-apple-crumble-169419-2.jpg
Previous
Previous

პიცის სოუსი

Next
Next

პესტოს სოუსი