პიცის ცომი
ინგრედიენტები:
● 1 პაკეტი მშრალი საფუარი
● 1 ჩაის კოვზი გრანულირებული შაქარი
● 1 ჭიქა თბილი წყალი
● ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი
● 3 ჭიქა ფქვილი
● 1 ჩაის კოვზი მარილი
მომზადების წესი:
დაუმაგრეთ ცომის საზელი დანები 1.8L-იან ბლენდერის ჭიქას, ჩაასხით შიგნით წყალი, ჩაყარეთ საფუარი და შაქარი, დაასვენეთ 5 წუთი.
5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ცომის დანარჩენი ინგრედიენტები. დაახურეთ თავსახური და აირჩიეთ კომბაინზე DOUGH რეჟიმი, დააწექით START/STOP-ს.
ამოიღეთ ცომი და ხელით მოზილეთ 2 წუთის მანძილზე.
მოათავსეთ ცომის გუნდა მსუბუქად დაზეთილ ჯამში. გადახურეთ სამზარეულოს ცელოფნით, ან სუფთა ნაჭრით და დაელოდეთ 45 წუთი ამოსვლამდე, ან სანამ ცომი არ გაორმაგდება ზომაში.
გაახურეთ ღუმელი 425° F- მდე (220 გრადუსი ცელსიუსით) და როდესაც ცომი ამოვა, მრგვლად გააბრტყელეთ სასურველ ზომაზე და მოათავსეთ დაზეთილ ცხაურზე.
დაუმატეთ ცომს სასურველი პიცის ტოპინგები და გამოაცხვეთ 20-25 წუთის მანძილზე.
გემრიელად მიირთვით!