შვრიის ორცხობილა

შვრიის ორცხობილა!

საშუალო სირთულის

40 წუთი

20 ცალი

ინგრედიენტები:

● ფქვილი - 200 გ

● შვრია - 85 გ

● შაქარი - 100 გ

● ქიშმიში - 2 ს.კ

● მურაბის წვენი - 1 ს.კ

● დარბილებული კარაქი - 80 გ

● დარიჩინი - 2 ჩ.კ

● ვანილი

● სოდა - 1 ჩ.კ

● ცხელი წყალი - 6 ს.კ

● მარილი - 1/2 ჩ.კ

მომზადების წესი:

  1. ქიშმიში წინასწარ დააქუცმაცეთ ბლენდერში.

  2. თასში მოათავსეთ დარბილებული კარაქი და შაქარი. ათქვიფეთ კარგად, სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ.

  3. დაამატეთ ქიშმიში, დარიჩინი, ვანილი. კარგად ათქვიფეთ, შემდეგ კი დაამატეთ მარილიანი ცხელი წყალი (70 გრადუსზე ზემოთ) და შვრია. თქვიფეთ კიდევ რამდენიმე წუთი, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და განაგრძეთ თქვეფა, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა ცომი. ცომის პატარა გუნდები დადეთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე და გააბრტყელეთ. 

  4. გამოაცხეთ 13-15 წუთი 180 გრადუსზე.

    გემრიელად მიირთვით!


Ninja BN800EU

Previous
Previous

სტაფილოს წვნიანი

Next
Next

ჩიზქეიქი