სტაფილოს წვნიანი
ინგრედიენტები:
● 400 გრ სტაფილო
● 2 მოზრდილი კარტოფილი
● 1 ძირი ნიახური
● 2-3 ხახვი
● 1-2 ნაჭერი კარაქი
● 2 პაკეტი არაჟანი
● 1 ს.კ კამა
● მარილი,წიწაკა
მომზადების წესი:
გაასუფთავეთ და დაჭერით სტაფილო, ხახვი, კარტოფილი და ნიახური. ქვაბში გაადნეთ კარაქი და მოხრაკეთ ხახვი.
დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული. ქვაბში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, აადუღეთ 12 წთ. შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით ომოჟენური მასის მიღებამდე. ფრთხილად ჩაამატეთ არაჟანი, მოაყარეთ დაჭრილი კამა. სუფრაზე მიტანის წინ ჩააგდეთ ცოტაოდენი კარაქი.
გემრიელად მიირთვით!