ლაზანია

ლაზანია !

საშუალო სირთულის

1 საათი

12 ადამიანზე

ინგრედიენტები:

● ლაზანიას ფირფიტები - 500 გ

● საქონლის ფარში - 400 გ

● ხახვი - 1 თავი

● პომიდვრის სოუსი - 750 გ

● სტაფილო - 2

● ოხრახუში

● მარილი და პილპილი

ბეშამელი:

● კარაქი - 50 გ

● ფქვილი - 1 ს.კ

● რძე - 500 გ

● მარილი და პილპილი

● მუსკატის კაკალი (ჯავზი)

მომზადების წესი:


 ავადაუღოთ ქვაბით წყალი, ჩავყაროთ მარილი და ჩავყაროთ ლაზანიას ფირფიტები. 1 წუთის მერე ამოვიღოთ და გადავავლოთ ცივი წყალი . დავალაგოთ სამზარეულოს სუფთა ტილოზე რომ ცოტა შეშრეს. ზოგ ფირფიტას არ სჭირდება წინასწარი მოხარშვა - შეამოწმეთ ეტიკეტზე.

 

სოუსი:

ხახვი, სტაფილო, ოხრახუში ძალიან წვრილად დაჭრილი მოვათავსოთ ქვაბში ზეთთან ერთად და მოვშუშოთ.

დავუმატოთ ხორცი და გავაგრძელოთ შუშვა. მერე პამიდვრის სოუსი . ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. ბოლოს მარილი.

 

ბეშამელის სოუსი:

კარაქი გავადნოთ, დაავმატოთ ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ რძე დავაყაროთ მარილი და მუსკატის კაკალი. მოვადუღოთ .

 

ღუმელში შესადებ ტაფაში დავასხათ ხორცის სოუსი თხლად . მერე ასევე ძალიან თხელ ფენა ბეშამელი ( ღუმელში ცოხიბისას სოუსი რომ ძალაინ არ გამოშრეს )მერე ცომის ფენა . მოვაყაროთ პარმეზანი, მოცარელა, მოვასხათ კიდე ხორცის სოუსი და მეორე ფენა ცომი დავადოთ. ამ თანმიმდევრობით დავალაგოთ ცომის დანარჩენილი ნაწილი. ბოლოს მოვასხათ ბეშამელი და შევდოთ ღუმელში 160 გრადუსზე სანამ ზედაპირი არ დაიფერება.

გემრიელად მიირთვით !

Ninja DT200EU

Previous
Previous

ოსპის სუპი

Next
Next

ხახვის სუპი