ოსპის სუპი

ოსპის სუპი!

ადვილად მოსამზადებელი

40 წუთი

4 ადამიანზე

ინგრედიენტები:

● ხახვი - 1 ცალი

● სტაფილო - 2 ცალი

● ტომატის პასტა - 1 სკ

● წითელი ოსპი - 500 გრ

● თეთრი ღვინო - 1 ჭიქა

● ნიორი - 3 კბილი

● მარილი და პილპილი გემოვნებით

● მწიკვი კვლიავი

● წითელი წიწაკა

● ნიორი

მომზადების წესი:

ხახვი მოთუშეთ ზეთში, როდესაც გაოქროსფერდება დაუმატეთ სტაფილო. სტაფილო რომ დარბილდება, დაუმატეთ ტომატ-პასტა და ცოტა წყალი. დააყოვნეთ 5 წუთი და დაუმატეთ ოსპი. დაასხით წყალი (სასურველი რაოდენობა), მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ღვინო, ნიორი და სანელებლები. დააყოვნეთ კიდევ 10 წუთით. ბოლოს, დააბლენდერეთ.

თეფშზე გადატანილს დაუმატეთ ლიმონის წვენი.

გემრიელად მიირთვით!

Ninja HB150EU

Previous
Previous

ხორცი ბურგუნდიულად

Next
Next

ლაზანია