ხრაშუნა ბრაუნი არაქისის კარაქის ნამცეცებით
ინგრედიენტები :
● 100 გრ ფქვილი
● 100 გრ დაფქვილი ნუში
● 100 გრ შაქარი
● 40 გრ კაკაოს ფხვნილი
● 1 ჩ / კ გამაფხვიერებელი
● 100 გრ ვაშლის პიურე
● 100 გრ შავი შოკოლადი
● 4 ს / კ ქოქოსის ზეთი
● 100 მლ რძე
● 1 ჩ / კ ვანილი
ტოპინგისთვის:
● 2 ს / კ ქოქოსის ზეთი
● 4 ს / კ არაქისის კარაქი
● 6 ს / კ ნეკერჩხლის სიროფი
● 30 გრ ბრინჯის ხრაშუნები
● გამდნარი შავი შოკოლადი და დაჭრილი თხილი, გაფორმებისთვის
მომზადება :
მოამზადეთ ბრაუნი: გაადნეთ შოკოლადი და ქოქოსის ზეთი, შემდეგ მოათავსეთ ნინძას სამზარეულოს ბლენდერში სხვა ინგრედიენტებთან ერთად და აურიეთ სანამ არ მიიღებთ ცომს. თანაბრად ჩაასხით საცხობ ფორმაში . გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში სანამ არ გამყარდება, შემდეგ კი გააცივეთ ფორმებში.
გაცივებისთანავე გაადნეთ ქოქოსის ზეთი, არაქისის კარაქი და სიროფი, შემდეგ აურიეთ ბრინჯის ხრაშუნა. გადაანაწილეთ გაციებულ ბრაუნიზე და შედგით მაცივარში. დაასხით გამდნარი შოკოლადი და დაჭრილი თხილი და გააცივეთ 2 საათის განმავლობაში.
ამოიღეთ , დაჭერით და მიირთვით!