კლასიკური ჩიზბურგერი
შემადგენლობა :
● 1 კგ ძროხის ფარში (20% ცხიმით/ქონი)
● ქოშერის მარილი სურვილისამებრ
● დაფქული შავი პილპილი სურვილისამებრ
● 6 ნაჭერი ამერიკული ყველი
● 6 ცალი ბურგერის ფუნთუშა
● სუნელები სურვილისამებრ
მომზადება:
1. შეარჭეთ თერმომეტრი გრილში. ჩადეთ გრილის დაფა მოწყობილობაში და დახურეთ თავსახური. აირჩიეთ GRILL (გრილი) ფუნქცია. ჩართვისას აინთება HI, რაც იმას ნიშნავს რომ ტემპერატურა სწორად არის განსაზღვრული რეცეპტისთვის. აირჩიეთ PRESET ფუნქცია. აინთება BEEF (საქონლის ხორცი) , რომელიც გვჭირდება ჩიზბურგერის მომზადებისთვის. გამოიყენეთ ისრები ეკრანის მარცხენა მხარეს სასურველი შედეგის დასადგენად. დააჭირეთ Start/Stop (დაწყება/გაჩერება) ფუნქციას, რომ დაიწყოს გათბობა.
2. სანამ მოწყობილობა წინასწარ გახურდება, გაყავით საქონლის ფარში 6 თანაბარ ნაწილზე. გამოიყენეთ თქვენი ცერა თითი, რათა გააკეთოთ 1 სანტიმეტრიანი ჩაღრმავება თითოეული ნაწილის ცენტრში (ეს დაეხმარება ბურგერებს შეინარჩუნონ ერთგვაროვანი ფორმა მომზადების დროს). სურვილისამებრ მოაყარეთ მარილი და პილპილი.
3. ჩადეთ თერმომეტრი ჰორიზონტალურად ერთი ბურგერის ხორცის ცენტრში.
4. გრილი ხმოვან სიგნალს აძლევს იმის ნიშნად, რომ ის წინასწარ გახურდა, შემდგომ მოათავსეთ ბურგერის ხორცი გრილზე. თერმომეტრის სადენი მოაყოლეთ გრილის დახურვის დროს .
5. ბურგერის კოტლეტი არ გადაატრიალოთ.
დაელოდეთ სანამ გრილი არ გამოსცემს ხმოვან სიგნალს. თუ გაიგეთ სიგნალი - ხორცი მზად არის. გამოიყენეთ ნაჭრის ხელთათმანები ბურგერიდან თერმომეტრის ამოსაღებად, შემდეგ თითოეულ ბურგერის კოტლეტს დაადეთ ყველის ნაჭერი. ამოიღეთ კოტლეტი გრილიდან.
6. სურვილისამებრ , შეწვით ფუნთუშები პირდაპირ გრილზე. ამისათვის აირჩიეთ Grill (გრილი) ფუნქცია, ტემპერატურა დააყენეთ HI ზე და დააყენეთ დრო- 1 წუთი. დაამატეთ ინგრედიენტები( პომიდორი, სალათის ფურცელი) თქვენს სურვილისამებრ.
Ninja AG551EU