პასტა ყველით

macaroni-and-cheese-recipe-1622135326.png

პასტა ყველით

პასტა ყველით - ყოველთვის საუკეთესო იდეაა !

ადვილად მოსამზადებელი

ადვილად მოსამზადებელი

30 წუთი

30 წუთი

6-8 ადამიანზე

6-8 ადამიანზე

 

ინგრედიენტები

● 1 ჩაის კოვზი საცხობი სოდა

● 1 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი

● 1/2 ჭიქა ლიმონის წვენი

● 1 ჩაის კოვზი ხახვის ფხვნილი

● 5 ჭიქა წყალი

● 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი

● 1 შეკვრა მაკარონი

● 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი

● 1 ჭიქა ნაღების კრემი

● 2 ჭიქა საფანელი

● 500 გრამი გახეხილი ყველი

● 1/2 ჭიქა კარაქი, გამდნარი

● 1 სუფრის კოვზი ქოშერის მარილი

 

 

მომზადება :

 

1.  ჩაასხით საცხობი სოდა და ლიმონის წვენი ქვაბში. ურიეთ სანამ არ დაიშლება და არ გააჩერებს ადუღებას. დაამატეთ წყალი და მშრალი მაკარონი, ურიეთ.

2. ააწყეთ წნევის თავსახური, დარწმუნდით, რომ წნევის გამშვები სარქველი არის SEAL (დახურულ)პოზიციაში. აირჩიეთ PRESSURE და დააყენეთ LO( დაბალი). დააყენეთ დრო 0 წუთზე (წნევის დასაყენებლად საჭირო დრო საკმაოდ დიდია მაკარონის დასამზადებლად). დასაწყებად აირჩიეთ START/STOP ფუნქცია.

3.  როდესაც მომზადება წნევის ქვეშ დასრულდება, დაასვენეთ 10 წუთის განმავლობაში რომ დავარდეს წნევა ბუნებრივად . 10 წუთის შემდეგ, სწრაფი ხერხით გაანთავისუფლეთ წნევა და გადართეთ VENT ფუნქციაზე. ფრთხილად ამოიღეთ სახურავი, როდესაც მულტისახარშ ქვაბში დაასრულდება წნევის დავარდნა.

4.  ქვაბში დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები, საფანელის და კარაქის გარდა.

5.  კარგად აურიეთ, რომ ყველი დადნეს და დარწმუნდით, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად შეერია ერთმანეთს.

6.  თასში აურიეთ საფანელი და გამდნარი კარაქი. მიღებული მასა თანაბრად მოაყარეთ მაკარონს.

7.  აირჩიეთ AIR CRISP ფუნქცია , დააყენეთ ტემპერატურა 180 ° C- ზე და დააყენეთ დრო 7 წუთი. დასაწყებად აირჩიეთ START/STOP.

8.  როგორც კი მომზადდება ეგრევე მიირთვით.

Ninja OP500EU

Ninja OP500EU

Previous
Previous

კლასიკური ჩიზბურგერი

Next
Next

ტროპიკული ჰავაის სმუზი