პიცა

margarita.jpg

პიცა

უმარტივესი და უგემრიელესი პიცა !

ადვილად მოსამზადებელი

ადვილად მოსამზადებელი

20-30 წუთი

20-30 წუთი

4-6 ნაჭერი

4-6 ნაჭერი

 

ინგრედიენტები
● 1 ჭიქა თბილი წყალი
● 2 1/2 ჭიქა ფქვილი, ( დამატებითი ფქვილი გამოცხობისთვის)
● 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
● 1 ჩაის კოვზი შაქარი
● 1 ჩაის კოვზი ქოშერის მარილი

ტოპინგი
● პიცის სოუსი
● 300 გრამი  სასურველი ყველი
● პეპერონის ნაჭრები
● 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
● ახალი, დაჭრილი ბაზილიკი გარნირისთვის

მომზადება
საშუალო თასში აურიეთ საფუარი და თბილი წყალი, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი კონსისტენციის. დაუმატეთ ცომის დარჩენილი ინგრედიენტები და ენერგიულად ურიეთ, შემდეგ გააჩერეთ 10 წუთი.
დაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი 20X20 ზომის კვადრატად .
წაუსვით ზეთი Ninja®-ს ღუმელის ცხაურს. დადეთ ცომი ცხაურზე და ზემოდან მოასხით პიცის სოუსი, მოაყარეთ ყველი და პეპერონი. ფუნჯით ან თითებით ნაზად წაუსვით ზეითუნის ზეთი ქერქის კიდეზე.
აირჩიეთ AIR ROAST, დააყენეთ ტემპერატურა 230°С-ზე და დააყენეთ დრო 12 წუთი. დააჭირეთ Start/Pause (დაწყება / პაუზა) გათბობის დასაწყებად.
როდესაც ელექტრო ღუმელი წინასწარ გახურდება, ცხაური ჩადეთ ღუმელში.
როდესაც მომზადება დასრულდება, ამოიღეთ ტაფა ღუმელიდან და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ მიირთმევთ. მორთეთ ახალი ბაზილიკით.

Previous
Previous

ტროპიკული ჰავაის სმუზი