გარანტია და კონფიდენციალობა
გარანტია და პირობები:
კანონისმიერი გარანტია:
“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:
- თუ საქონელს ნაკლი აღმოაჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ
შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რისთვისაც მან ის შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია.
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით
მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არა აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი, მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში.
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი.
გ) საქონლის ნაკლთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე.
მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოთ მოცემული უფლებებით თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი:
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას (თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია), მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
გამყიდველი ვალდებულია, შეაკეთოს ან შეცვალოს დაზიანებული ტექნიკა იმ შემთხვევაში, თუ შესაკეთებელი დეტალი ან ნივთი ადგილზეა, სერვისცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან, არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ საჭიროა ნივთის/შესაკეთებელი დეტალის უცხოეთიდან გამოწერა, სერვისცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან, არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში (გარდა შაბათ-კვირისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა).
კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე
საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
- გასულია საგარანტიო ვადა;
- არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) და შესაბამისად,შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;
- მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი, IMEI კოდი და შესაბამისად, შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;
- საქონლის/მოწყობილობის დეფექტი/ზიანი გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად და არ წარმოადგენს თავდაპირველ წუნს;
- მოწყობილობა გამოიყენებოდა არა პირადი მოხმარების მიზნით, არამედ კომერციული მიზნებისათვის;
- დაზიანება/წუნი გამოწვეულია პლომბის ან ლუქის აძრობით;
- წუნი გამოწვეულია, მწარმოებლის/გამყიდველის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესის დარღვევის გამო;
- დაზიანება გამოწვეულია მოწყობილობის ფუნქციონირების ადგილზე ელ.ქსელის გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის ბრალეულობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე);
- წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ გამოყენებისა და შენახვის წესების/პირობების დარღვევით;
- წუნი, რომელიც გამოწვეულია, მოხმარებლის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
- წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ დარუთული სისტემისა და არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების გამო;
- ტექნიკის წუნზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები შესრულებულია მოვაჭრის ინსტრუქციის დარღვევით, არაუფლებამოსილი სერვისცენტრის სპეციალისტის მიერ, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
- ტექნიკაზე ჩამქრალია მწარმოებლის მიერ დადგენილი რაოდენობის პიქსელი.
კომერციული გარანტია:
იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო ვადა 2 წელზე მეტია, 2 წლის გასვლის შემდეგ, ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, არ ვრცელდება კანონისმიერი გარანტია და წარმოადგენს კომერციულ გარანტიას. ნივთი შეკეთდება მხოლოდ მოცემული საგარანტიო ბარათით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, არაუგვიანეს, სერვისცენტრში ნივთის წამოდგენიდან, 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში.
გაითვალისწინეთ, რომ კომერციულ გარანტიაზე ვრცელდება ზემოაღნიშნული „საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევებში“ პუნქტებიც.
კომერციული გარანტიის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, ნივთი შეიცვლება ახალი, იგივე პროდუქტით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით, ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის მქონე სხვა მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი მასალები, შეფუთვა, ყუთი).
შენიშვნა: კომერციული გარანტია მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე
გარანტიით სარგებლობლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ნივთის შეკეთება ხორციელდება ბრენდის სერვისცენტრში.
სერვისცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მწარმოებლის საგარანტიო ტალონთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
* საგარანტიო ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მითითებულ ადგილებზე მყიდველისა და გამყიდველის მიერ ორმხრივი ხელმოწერისა და გამყიდველის მიერ სპეციალურად მითითებულ ადგილზე ბეჭდის დასმის შემდეგ;
* საგარანტიო ბარათით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მყიდველმა სერვის ცენტრს უნდა წარუდგინოს შეძენილი პროდუქტი, შეფუთვასთან, ორიგინალ კომპლექტაციასთან და სრულად შევსებულ, წინამდებარე საგარანტიო ბარათთან ერთად;
* თუ პროდუქტს აღენიშნება ქარხნული წუნი/დეფექტი შეძენიდან პირველი 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, მყიდველი ვალდებულია მიმართოს სერვის ცენტრს და ქარხნული წუნის/დეფექტის დადასტურების შემდეგ, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, პროდუქტი შეიცვლება ახლით, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდეგ, საგარანტიო ვადის ამოწურვამდე, პროდუქტი დაექვემდებარება შეკეთებას;
* თუ საგარანტიო პერიოდში სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით პროდუქტი 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში არ ექვემდებარება შეკეთებას, იგი გამყიდველის მიერ შეიცვლება იდენტური მოდელით, მისი არარსებობის შემთხვევაში კი გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მინიმუმ იმავე ღირებულების ალტერნატიული მოდელი შესთავაზოს;
* თუ საგარანტიო მომსახურების პირობების ფარგლებში გამყიდველი მყიდველს წუნიანი/დეფექტური პროდუქტის მაგივრად შესთავაზებს პროდუქტს, რომლის ღირებულებაც მეტია შეძენილი პროდუქტის ღირებულებაზე, მათ ღირებულებებს შორის სხვაობას ანაზღაურებს მყიდველი.
საგარანტიო მომსახურება არ სრულდება:
* ფიზიკურად დაზიანებულ (გატეხილ, დაკაწრულ, გაბზარულ, დამწვარ, დამდნარ) პროდუქტზე;
* თვითნებურად შეკეთებულ პროდუქტზე, ან პროდუქტზე, რომელსაც თვითნებური შეკეთების მცდელობა აღენიშნება
* პროდუქტზე, რომელზეც არ იკითხება მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, სერიული ნომერი და/ან მოდელის დასახელება;
* დენის ძაბვის ცვალებადობის გამო პროდუქტის მწყობრიდან გამოსვლის და/ან დენის წყაროსთან პროდუქტის არასწორი მიერთების შემთხვევაში;
* პროდუქტის ინსტრუქციაში მითითებული და კომპლექტში მოყოლილი ადაპტერის, კაბელის ან და სხვა აქსესუარის მაგივრად სხვა მსგავსი საშუალებით ელექტრო მოწყობილობის ჩართვით გამოწვეული დაზიანების არსებობის შემთხვევაში;
* კომპლექტაციაში არსებულ აქსესუარებზე;
* საგარანტიო მომსახურების ბარათის დაკარგვის, მფლობელის მიერ ბარათში შესწორების შეტანის, ბარათზე ბეჭდის უქონლობის, სერიული ნომრის გადასწორების, ან ორმხრივად ხელმოწერის არ არსებობის შემთხვევაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა:
შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს “პერსონალურ მონაცეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წესებით.
კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომას პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად. ვებგვერდზე თითოეული მოქმედება ლოგირებულია, რაც შესაძლებელს ხდის მონაცემთა დათვალიერებისა თუ ცვლილებების კონტროლს.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მათი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო ხელმისაწვდომობის, ასევე შემთხვევითი დაკარგვის, დაზიანებისა თუ განადგურების თავიდან ასაცილებლად.
პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს.
მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები:
თუ კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის ანგარიშს გახსნით, შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია იღებს პასუხისმგებლობას თქვენს ანგარიშში შენახული მონაცემების დაცვაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
პლატფორმის ოპერირება
შპს“ ჯეოტეკ დისტრიბუცია არის პლატფორმის ოპერატორი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ჯეოტეკ დისტრიბუცია არის პასუხისმგებელი მონაცემების შეგროვებასა (მონაცემებზე თვალყურის დევნება) და დაცვაზე.
მონაცემთა დაცვის ინფორმაციის სტრუქტურა
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის დასახელება და მისამართი:
შპს “ჯეოტეკ დისტრიბუცია”
ს/კ 202453665
მის: ქ.თბილისი საბურთალოს რაიონი, გიორგი სააკაძის დაღმართი N8
საკონტაქტო: 591 67 00 00 ; 0322 56 07 77
ელ ფოსტა: info@geoteckltd.com
პერსონალურ მოანცემების დაცვის ოფიცერის კონტაქტი
მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
3.1 ხელშეკრულების დადება, შესრულება ან/და შეწყვეტა.
3.1.1 მონაცემთა მოწოდება კონტრაქტის გაფორმების პროცესში
თუ დარეგისტრირდებით პლატფორმაზე ან გააფორმებთ ხელშეკრულებას კომპანიისთან, ჯეოტეკ დისტრიბუცია ხელშეკრულების გასაფორმებლად, შესასრულებლად ან შესაწყვეტად დაამუშავებს შემდეგ პირად მონაცემებს:
- სახელი, გვარი
- მიწოდების მისამართი
- ელ.ფოსტა
- დაბადების თარიღი
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ნომერი
- ინფორმაცია განთავსებული შეკვეთების შესახებ
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტებით:
- “ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.“
- „გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.“
- „ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.“
თქვენსა და ჯეოტეკ დისტრიბუციას შორის ნასყიდობის ხელშეკრულების განსახორციელებლად, ასევე, საჭიროა შემდეგი სახის მონაცემების დამუშავება:
- საცხოვრებელი მისამართი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
შეძენილი საქონლის მიწოდების მიზნით აღნიშნული მონაცემები გადაეცემა ჩვენს პარტნიორ ლოჯისტიკურ და საკურიერო კომპანიებს.
თქვენი ვიზიტისას ჩვენს საიტზე დაფიქსირებული მონაცემები ანონიმურია და შეუძლებელია თქვენი იდენტობის დადგენა. თუმცა, თქვენი პროფილიდან შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას, მათ შორის:
- თქვენი „IP“ მისამართი ან პროქსი სერვერის „IP მისამართი;
- თქვენ მიერ მოთხოვნილი დომენის სახელი;
- თქვენი მოწყობილობის დასახელება და სერიული ნომერი;
- თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის სახელი, ზოგჯერ იწერება თქვენი ISP კავშირის კონფიგურაციის მიხედვით;
- ვებსაიტზე თქვენი ვიზიტის თარიღი და დრო;
- თქვენი სესიის ხანგრძლივობა;
- გვერდები, რომლებზეც შედიხართ;
- ჩვენს საიტზე შემოსვლის რაოდენობა თვის/წლის განმავლობაში;
- URL, რომელსაც უყურებთ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- ვებსაიტი, რომელმაც გადმოგამისამართათ ჩვენს საიტზე;
- ოპერაციული სისტემა, რომელსაც იყენებს თქვენი კომპიუტერი.
3.2 საკურიერო კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება
შეკვეთის ადგილზე მიწოდებისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან, რომელთაც შესაძლოა გადაეცეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- სახელი, გვარი
- საფოსტო კოდი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ნომერი
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ ქვეპუნქტით:
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.“
3.3 მონაცემების მიმღების კატეგორიები
3.3.1 მონაცემების გადამცემი
ჯეოტეკ დისტრიბუცია იყენებს სხვადასხვა სერვის პროვაიდერებს თქვენი მონაცემების დასამუშავებლად. დამმუშავებელი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ორგანო, სააგენტო ან სხვა უწყება, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ჯეოტეკის სახელით. დამმუშავებლები არ იყენებენ მონაცემებს საკუთარი მიზნებისთვის – ისინი მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ჯეოტეკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და მიზნების შესაბამისად.
მაგალითი 1: თუ ჯეოტეკ დისტრიბუციის პროდუქტს ყიდულობთ, სხვა მონაცემებთან ერთად, კომპანიას აწვდით თქვენი ელ.ფოსტის მისამართს. ჯეოტეკი ამ ინფორმაციას იყენებს შეკვეთის დადასტურების გასაგზავნად. ამის უზრუნველსაყოფად, თქვენი ელ.ფოსტის მისამართი გადაეცემა სერვისის პროვაიდერს, რომელიც თქვენს სახელზე შეკვეთის დადასტურებას აგზავნის. ამ პროცესში სერვისის პროვაიდერი ამუშავებს თქვენს ელ.ფოსტის მისამართს ჯეოტეკის სახელით და არა საკუთარი მიზნებისთვის.
მაგალითი 2: თუ გაქვთ შეკითხვა, მაგალითად, შეკვეთასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ ჯეოტეკ დისტრიბუციის ქოლცენტრს. მომხმარებელთა მომსახურებისთვის ჯეოტეკი იყენებს გარე ქოლცენტრის სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც ამუშავებენ თქვენს მონაცემებს ჯეოტეკის სახელით და არა საკუთარი მიზნებისთვის.
3.3.2 სხვა მესამე პირები
ჯეოტეკ დისტრიბუცია, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორებთან მომსახურების მიწოდებისა და სხვა მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში,მათ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს, რათა უზრუნველყოს მომსახურების სრულფასოვანი გაწევა (მაგალითად, ინფორმაცია გადაეცემა მწარმოებლებს ან მიმწოდებლებს პროდუქტის გაწვევის („რიქოლის“) შემთხვევაში).
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ და იქვეპუნქტებით:
- ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მისი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვა უპირატესია.
3.4 მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებისთვის
შპს ჯეოტეკ დისტრიბუციას“ (ს/კ 202453665) თქვენი თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია დაამუშაოს და გამოიყენოს თქვენი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მათ შორის: სახელი, გვარი, მისამართი, ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, კომპანია მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე აქციებსა და შეთავაზებებზე.
მარკეტინგული მიზნებისათვის თქვენი მონაცემების დამუშავება ასევე შესაძლებელია ჯეოტეკ დისტრიბუცია-სთან დაკავშირებული კომპანიების მიერ, მათ შორის:
- შვილობილი და დედა კომპანიები
- კომპანიები, რომლებშიც “შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია” ფლობს წილებს
მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე, რაც განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით:
„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე.“
კანონის შესაბამისად, “ჯეოტეკ დისტრიბუცია” (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
ამ ვალდებულების შესასრულებლად, “ჯეოტეკ დისტრიბუცია” ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
თუ გსურთ მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავების თანხმობის გაუქმება, შეგიძლიათ შეტყობინება გაგზავნოთ თქვენ მიერ სისტემაში რეგისტრირებული ელ-ფოსტის მისამართიდან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@geoteckltd.com
3.5 მონაცემთა დამუშავება თაღლითობის პრევენციის მიზნით
მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის რისკების შემცირების მიზნით, ჩვენი სერვისების მომხმარებლებთან დაკავშირებული მონაცემები გადაცემის პროცესში დაშიფრულია. ეს ეხება როგორც შეკვეთას, ასევე, მომხმარებლის ანგარიშზე რეგისტრაციას.
მონაცემთა დაშიფვრა ხორციელდება კოდირების სისტემას SSL (Secure Socket Layer) გამოყენებით, რაც მესამე პირებს მონაცემებზე წვდომას უზღუდავს.
კიბერ შეტევებისგან დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვეყრდნობით უსაფრთხოების სპეციალურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მუდმივად ამოწმებენ ჩვენს სისტემებსა და საიტზე დაფიქსირებულ ანომალიებს.
მაგალითად, შეკვეთის განთავსებისას თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯეოტეკის მიერ იმის შესამოწმებლად, მოხდა თუ არა შეკვეთის არათípიური პროცესი (მაგალითად, დიდი რაოდენობით საქონლის ერთდროულად შეკვეთა იმავე მისამართზე სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით).
ჩვენ, ასევე, ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენი სისტემები მონაცემთა დაკარგვისა და განადგურებისგან, ასევე, მომხმარებელთა მონაცემების უნებართვო წვდომისა თუ გავრცელებისგან. ამ გზით ვცდილობთ, რომ არაავტორიზებული წვდომის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს, რადგან თქვენი მონაცემების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა, ჩვენ, ისევე როგორც სხვა კომპანიები ვერ ვუზრუნველყოფთ აბსოლუტურ დაცვას.
ეს პროცესები გვაძლევს საშუალებას დავიცვათ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი და თავიდან ავიცილოთ თაღლითობისგან გამოწვეული ზიანი. მონაცემთა დამუშავება ასევე ემსახურება თქვენი ინტერესების დაცვას – თუ მესამე პირებს უკანონოდ აქვთ მოპოვებული თქვენი მონაცემები და ცდილობენ ოპერაციების განხორციელებას თქვენს სახელით, სისტემა შეძლებს მათი იდენტიფიცირებას.
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ზ და ი ქვეპუნქტებით:
ზ)”მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიზნებისთვისმონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.“
ი) “მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი“.
- საიტზე წვდომა და საიტის ოპტიმიზაცია (“ქუქი” ფაილები)
4.1 ქუქი და მოწყობილობების იდენტიფიკატორი – ზოგადი ინფორმაცია და თანხმობის აუცილებლობა
ვებსაიტი იყენებს შემდეგი ტიპის “ქუქის” და მსგავს ტექნოლოგიებს:
ვებგვერდი იყენებს “ქუქის” (Cookies) და მსგავს ტექნოლოგიებს. “ქუქი” არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ავტომატურად იქმნება თქვენი ბრაუზერის მიერ და ინახება თქვენს მოწყობილობაზე (ლეპტოპი, ტაბლეტი, სმარტფონი და ა.შ.).
ქუქი ფაილი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოწყობილობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ინფორმაციას თქვენი ვინაობის შესახებ.
ზოგიერთი “ქუქი”, რომელსაც ვიყენებთ, ბრაუზერის სესიის დასრულებისთანავე იშლება (ე.წ. სესიის “ქუქი” ფაილები). ეს საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, გაჩვენოთ საყიდლების კალათა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი პროდუქტი გაქვთ ამჟამად კალათაში და რა არის თქვენი შესყიდვის მიმდინარე საერთო ღირებულება.
სხვა “ქუქი” ფაილები უფრო დიდხანს რჩება თქვენს მოწყობილობაზე და საშუალებას გვაძლევს, მომდევნო ვიზიტისას ამოვიცნოთ თქვენი მოწყობილობა (ე.წ. მუდმივი ან ჯვარედინი “ქუქი” ფაილები). ეს “ქუქი” ფაილები გვეხმარება, გავხადოთ ჩვენი შეთავაზებები თქვენზე მორგებული და უფრო მიმზიდველი.
აღნიშნული “ქუქი” ფაილები აუცილებელია ვებგვერდის ოპტიმალური ფუნქციონირებისა და ნავიგაციისთვის. ისინი ასევე, ინახავს თქვენ მიერ შეყვანილ გარკვეულ მონაცემებსა და პარამეტრებს, რათა არ მოგიწიოთ მათი განმეორებით შეყვანა და ჯეოტეკის კონტენტი უკეთ მოერგოს თქვენს ინტერესებს. აუცილებელი “ქუქი” ფაილების გარეშე ვებგვერდის გამოყენება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.
ჯეოტეკ დისტრიბუცია იყენებს შემდეგი სახის “ქუქი” ფაილებს:
Session Cookies (სესიის “ქუქები”): ეხმარება ვებგვერდს, ამოიცნოს მომხმარებელი და მიიღოს ინფორმაცია ვებგვერდზე მისი აქტივობების შესახებ. მოცემული “ქუქები” ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის საიტზე აქტივობების ვადის შესახებ და როცა ბრაუზერი დაიხურება მოცემული “ქუქი” ფაილებიც წაიშლება.
Permanent Cookies (მუდმივი “ქუქი”):მუდმივი „ქუქი-ფაილები“ ოპერაციულ სისტემაში რჩება ბრაუზერის დახურვის შემდეგაც. მაგალითად, ამ „ქუქი-ფაილებს“ შეუძლია პაროლებისა და საიტზე წვდომის პარამეტრების დამახსოვრება.
First party cookies (პირველი პირის “ქუქი”): მოცემული „ქუქი-ფაილები“ საიტის მეშვეობით რეგისტრირდება, იმახსოვრებს თქვენ მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს (მაგალითად, საიტის ენას) და გეხმარებათ მომსახურების მარტივად მიღებაში.
Third party Cookies (მესამე პირების “ქუქი”) მესამე პირების მეშვეობით აანალიზებს თქვენს აქტიურობას საიტზე, რათა შემდგომში მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული შემოთავაზებები.
ვებგვერდის შესრულება და ანალიტიკა (Web Performance და Analytics): ვებგვერდის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ შესაბამის ინსტრუმენტებს სტატისტიკის შესაგროვებლად და მომხმარებელთა ზოგადი ქცევის გასაანალიზებლად. ასევე, ვიყენებთ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რათა შევაფასოთ ჩვენი სხვადასხვა მარკეტინგული არხების ეფექტურობა.
ჯეოტეკი აგროვებს და ამუშავებს შესაბამის მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე. თქვენ ამ თანხმობას გამოხატავთ ბანერზე მითითებული ტექსტის მიღებით: „საიტით სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით „ქუქი-ფაილების“ გამოყენებას.“ თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით, რომ ჯეოტეკი შეინახავს მონაცემებს თქვენს მოწყობილობაზე (მაგალითად, „ქუქი-ფაილების“ დაყენებით) ან მიიღებს მონაცემებს თქვენი მოწყობილობიდან.
„ქუქი-ფაილების“ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით:
„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;”
„ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.“
- თანხმობა მესამე პირებისათვის მონაცემების გადაცემაზე
5.1 მეტა(Meta)
ჩვენი პლატფორმა იყენებს Meta Platforms Ireland Limited-ის სარეკლამო სერვისებს (მისამართი: 4 Grand Canal Square, Dublin, Ireland).
„ქუქი-ფაილების“, მოწყობილობის იდენტიფიკატორების ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჯეოტეკი და Meta Platforms Ireland Limited ერთობლივი პასუხისმგებლობით აგროვებს ინფორმაციას ვებგვერდისს/აპლიკაციის გამოყენების შესახებ (მაგალითად, ნანახი სტატიების შესახებ).
Baybliss ვებგვერდში ინტეგრირებულია Meta-ს Website Custom Audience Pixel, რომელიც საშუალებას აძლევს Meta-ს მიიღოს მონაცემები იმ შემთხვევებში, როდესაც იყენებთ პლატფორმას. კერძოდ, განისაზღვრება თქვენი მოწყობილობის ID (თქვენი სახელისა და გვარის ან სხვა პერსონალური მონაცემების გარეშე). მონაცემების პერსონალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Facebook-ზე ან Instagram-ზე ხართ რეგისტრირებული, რადგან აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრაციისას ავტომატურად ეთანხმებით Meta-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებას.
გარდა ამისა, ჩვენ Meta-ს ვუზიარებთ ინფორმაციას თქვენ მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ. ასევე, Meta-ს გადავცემთ თქვენს ანგარიშში შენახულ ელფოსტის მისამართს დაშიფრული სახით, იმ პირობით, რომ შესული ხართ ჯეოტეკის პლატფორმაზე და თანხმობას აცხადებთ მონაცემთა გადაცემაზე. დაშიფრულ ელფოსტის მისამართს Meta იყენებს მხოლოდ ვებგვერდის ვიზიტორების იდენტიფიკაციისთვისა და პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზების მიზნით.
ვებგვერდზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლოა, Facebook-სა და Instagram-ზე მიიღოთ ჯეოტეკის პერსონალიზებული შეთავაზებები. შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს Meta-ს მიერ და გაერთიანდეს სხვა მონაცემებთან, რათა Meta-მ გამოიყენოს საკუთარი ვებსაიტის მიზნებისთვის ან მესამე მხარის მარკეტინგული მიზნებისთვის. მაგალითად, Meta განსაზღვრავს თქვენს ინტერესებს და ვებსაიტზე თქვენი ქცევის ანალიზის საფუძველზე ამუშავებს ინფორმაციას მესამე მხარის სარეკლამო შეთავაზებებისთვის.
გარდა ამისა, Meta შეიძლება დააკავშიროს Pixel-ის საშუალებით მიღებული მონაცემები სხვა მონაცემებთან, რომლებიც მან შეაგროვა თქვენზე სხვადასხვა ვებსაიტებისა და სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) გამოყენებისას, რაც საშუალებას მისცემს Meta Platforms Ireland Limited-ს შექმნას და შეინახოს თქვენი პროფილი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სარეკლამო მიზნებისთვის. Meta Platforms Ireland Limited არის პასუხისმგებელი Pixel-ის საშუალებით შეგროვებული მომხმარებლის მონაცემთა შენახვაზე და შემდგომ დამუშავებაზე. როგორც მონაცემთა დამმუშავებელი, Meta Platforms Ireland Limited შეიძლება ინახავდეს თქვენს შესახებ მონაცემებს აშშ-ში.
Meta-ში მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: (https://www.facebook.com/privacy/policy/?entry_point=data_policy_redirect).
Meta Platforms Ireland Limited-ის მოცემულ ვებგვერდზე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემთა სუბიექტის უფლებებით და წაშალოთ თქვენი მონაცემები.
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი:
„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე.“
5.2 ჯეოტეკ დისტრიბუცია, ასევე თქვენი თანხმობის საფუძველზე იყენებს Google Analytics-ს ჯეოტეკის პლატფორმის ადაპტაციისა და მუდმივი ოპტიმიზაციის მიზნით. Google Analytics Basic არის ვებ ანალიტიკური სერვისი, რომელსაც უზრუნველყოფს Google Ireland Limited, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, ირლანდია („Google“).
Google Analytics იყენებს, ეგრეთწოდებულ „ქუქი-ფაილებს“ და მსგავს ტექნოლოგიებს, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე და აანალიზებს თქვენს აქტივობებს ჯეოტეკის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია გამოიყენება თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენების შესაფასებლად და აქტივობის შესახებ ანგარიშების შესადგენად. ჯეოტეკის მიერ Google Ireland Limited-ში მონაცემების გადაცემის შემდეგ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს Google.
Google Ireland Limited-მა, როგორც მისთვის გადაცემულ მონაცემთა ერთადერთმა დამმუშავებელმა, შეიძლება შეინახოს თქვენს შესახებ მონაცემები აშშ-ში.
დამატებითი ინფორმაცია თქვენი თანხმობის გამოხმობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://support.google.com/analytics/answer/6004245
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი:
„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე.“
მონაცემთა დამუშავების ვადა და მონაცემების წაშლა
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, სანამ ეს აუცილებელია მოცემულ უსაფრთხოების პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის, განსაკუთრებით ჩვენი სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე, შეიძლება შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ კანონი გვაძლევს ამის, მათ შორის, სამართლებრივი პრეტენზიებისგან დაცვის მიზნით.
თუ დახურავთ თქვენს ანგარიშს, ჩვენ წავშლით ყველა მონაცემს, რომელიც შენახული გვაქვს. თუ შეუძლებელია ან აუცილებელია თქვენი მონაცემების მთლიანად წაშლა სამართლებრივი მოთხოვნების გამო, შესაბამისი მონაცემები დაიბლოკება შემდგომი დამუშავებისთვის.
რას იწვევს ბლოკირება?
თუ მონაცემები დაბლოკილია, წვდომის უფლებების შეზღუდვა და სხვა ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები გამოიყენება იმისთვის, რომ მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს შეეძლოს შესაბამის მონაცემებზე წვდომა. დაბლოკილი ინფორმაციია გამოყენება მათ მხოლოდ კანონით მოთხოვნილი მიზნებისთვის შეუძლიათ, როგორიცაა საგადასახადო ოფისში წარსადგენად, შემოწმების მიზნით, თუმცა მონაცემები მარკეტინგული მიზნებისათვის აღარ დამუშავდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მონაცემთა დამუშავების ვადაზე ვრცელდება შემდეგი პირობები:
მონაცემები ინახება მომხმარებლის საიტზე რეგისტრაციის ვადით.
მონაცემთა გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის (მობილურის ნომერი და ელ.ფოსტა)
მონაცემები მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენება მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე ან თანხმობის გამოხმობის მომენტამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი მოქმედება განხორციელდება პირველად.
„თრექინგ მონაცემები“(“ქუქი-ფაილები”, იდენტიფიკატორები და სხვა)
„თრექინგ“ მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე: „ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე’’, კომპანიას აქვს უფლება, შეინახოს და დაამუშავოს, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, მარკეტინგული მიზნებისთვის.
შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია-ს (ს/კ 202453665) თქვენი თანხმობის საფუძველზე, უფლება აქვს შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, მარკეტინგული მიზნებისათვის (მათ შორის, შვილობილმა კომპანიებმა), რომელიც გულისხმობს შეტყობინებების გაგზავნას კომპანიაში არსებული აქციებისა და შეთავაზებების შესახებ, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გზით.
მონაცემები, რომლებზეც წვდომა გვაქვს:
- სახელი / გვარი
- საცხოვრებელი მისამართი
- ელ. ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
მეტა (Meta)
ჩვენი პლატფორმა იყენებს Meta Platforms Ireland Limited-ის სარეკლამო სერვისებს (მის: 4 Grand Canal Square, Dublin, Ireland), “ქუქი” ფაილების, მოწყობილობის იდენტიფიკატორებისა და მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით. ვებგვერდის ან აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგალითად, ნანახი სტატიების შესახებ) ინახება ჯეოტეკისა და Meta Platforms Ireland Limited-ის მიერ ერთობლივი პასუხისმგებლობის პირობებში.
ჯეოტეკის ვებგვერდზე ინტეგრირებულია Meta-ს პიქსელი (Website Custom Audience Pixel), რომელიც Meta-ს საშუალებას აძლევს, მიიღოს ინფორმაცია, მომხმარებლის შესახებ, ჯეოტეკის ვებგვერდის გამოყენებისას. ამ პროცესში ფიქსირდება თქვენი მოწყობილობის ID, თუმცა არ ხდება თქვენი სახელის, გვარის ან სხვა პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ თქვენ არ ხართ რეგისტრირებული Facebook-ზე ან Instagram-ზე. აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრაციის შემთხვევაში კი, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Meta-ს მიერ პერსონალური მონაცემების გამოყენებას, მარკეტინგული მიზნებისთვის.
გარდა ამისა, Meta-ს ვუზიარებთ ინფორმაციას თქვენ მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ. თუ შესული ხართ ჯეოტეკის ვებგვერდზე, Meta-ს ვაწვდით თქვენს ელ.ფოსტის მისამართს დაშიფრული ფორმით. ეს მონაცემი გამოიყენება მხოლოდ ვებგვერდის ვიზიტორების ამოსაცნობად და პერსონალიზებული რეკლამების შესათავაზებლად. ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ მონაცემების გაზიარებას.
ვებსაიტზე შენახული მონაცემების საფუძველზე, შესაძლოა ჩვენს შეთავაზებებს შეხვდეთ თქვენს Facebook ან Instagram ანგარიშებზე. ეს ინფორმაცია Meta-ს შეუძლია გამოიყენოს როგორც საკუთარი ვებგვერდისთვის, ასევე, მესამე მხარეების სარეკლამო მიზნებისთვის. მაგალითად, Meta-ს შეუძლია თქვენი ქცევის საფუძველზე განსაზღვროს ინტერესები და გამოიყენოს ეს ინფორმაცია სხვა შეთავაზებების რეკლამირებისთვის. Meta-მ, ასევე, შესაძლოა Pixel-ის მეშვეობით შეგროვებული ინფორმაცია გააერთიანოს სხვა ვებგვერდებიდან მიღებულ მონაცემებთან ან/და Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენებისას. შედეგად, Meta Platforms Ireland Limited-მა შეიძლება შექმნას და შეინახოს თქვენი პროფილი, რომელიც გამოყენებული იქნება სარეკლამო მიზნებისთვის.
Meta Platforms Ireland Limited არის პასუხისმგებელი Pixel-ის საშუალებით შეგროვებული მომხმარებლის მონაცემთა შენახვაზე და შემდგომ დამუშავებაზე. როგორც მონაცემთა დამმუშავებელი, Meta Platforms Ireland Limited შეიძლება ინახავდეს თქვენს შესახებ მონაცემებს აშშ-ში.
დამატებით ინფორმაციას, Meta-ში მონაცემთა დაცვის შესახებ შეგიძლიათ გაეცნობთ შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/privacy/policy/?entry_point=data_policy_redirect
Meta Platforms Ireland Limited-ის მოცემულ ვებგვერდზე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემთა სუბიექტის უფლებებით და წაშალოთ თქვენი მონაცემები.
კანონის შესაბამისად, როდის წყვეტს ჯეოტეკი მონაცემთა დამუშავებას
შენახვა/დამუშავებაზე უფლებამოსილი და პასუხისმგებელი კომპანია, შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“ ვალდებულია, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებით, მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს, 7 სამუშაო დღისა. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება.
მარკეტინგული მიზნებისათვის, მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობის მსურველმა მომხმარებელმა მის მიერ სისტემაში რეგისტრირებული ელ. ფოსტის საშუალებით, უნდა გააგზავნოს ელექტრონული შეტყობინება შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@geoteckltd.com
ქვემოთ მოცემული უფლებების განსახორციელებლად მონაცემთა სუბიექტმა (მომხმარებელმა) მის ანგარიშზე რეგისტრირებული ელ. ფოსტით უნდა გამოგვიგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@geoteckltd.com
მოცემულ უფლებებში ტერმინები „ამ კანონის“ და „კანონის“ ნიშნავს საქართველოს კანონს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. იხილეთ კანონი შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5827307
“პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისას მოხმარებელს/პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებებია:
მუხლი 13. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
- მომხმარებლის მონაცემთა მიმდინარე თუ შესაძლო დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
- მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
- მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ;
- მონაცემთა სუბიექტის ამ თავით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
- მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, ასევე, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
- მონაცემთა მიმღებთა ვინაობის ან მათი კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
- ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, “პროფაილინგის” შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ მიზეზის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან, არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს, არაუმეტეს, 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტს საჭიროებისამებრ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობა, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა კანონს ეწინააღმდეგება;
- თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოითხოვა ინფორმაცია.
მუხლი 14. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემთა ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო;
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან, არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი;
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს, არაუმეტეს, 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს;
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან. მონაცემთა სუბიექტს, ასევე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური, ფაქტობრივად დახარჯული რესურსის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. საფასურის დადგენის და მისი ოდენობის გონივრულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 15. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი), მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი;
- თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, მან გონივრულ ვადაში უნდა გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და ამის შესახებ, მონაცემთა გასწორებიდან, 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მონაცემთა სუბიექტს;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტისთვის შეტყობინების ვალდებულება არ წარმოეშობა, თუ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება.
- თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულების შესრულებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს მასთან პირველი კომუნიკაციის განხორციელებისთანავე;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა ყველა მიმღებს, ასევე სხვა დამუშავებაზე პასუხისმგებელ და უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, შეატყობინოს მონაცემთა განახლებისა და შევსების შესახებ. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებში, როცა ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემების მიმღებთა ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების დიდი რაოდენობისა ან/და არაპროპორციულად მაღალი დანახარჯების გამო;
- ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან გონივრულ ვადაში გაასწორონ, განაახლონ ან/და შეავსონ მონაცემები.
მუხლი 16. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, “პროფაილინგის”) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნიდან, არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
- არსებობს მონაცემთა დამუშავების ამ კანონის მე-5 ან მე-6 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
- მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
- მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის დაარქივების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას;
- ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება შესაბამისი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება;
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მის შესახებ მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით დამუშავების შემთხვევაში, დამატებით დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და მონაცემთა ასლების ან მონაცემებთან დამაკავშირებელი ნებისმიერი ინტერნეტბმულის წაშლა;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ყველა მონაცემთა მიმღეს, ასევე მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ და უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, აცნობოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების ან დამუშავებაზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირების დიდი რაოდენობის ან/და არაპროპორციულად მაღალი დანახარჯების გამო;
- ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება და წაშალონ ან გაანადგურონ მონაცემები.
მუხლი 17. მონაცემთა დაბლოკვის უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
გ) მონაცემები საჭირო აღარ არის დასამუშავებლად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;
დ) მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბლოკოს მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ბ) კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
დ) ამ კანონის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას;
- მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა განბლოკვის შესახებ, თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
- მონაცემები უნდა დაიბლოკოს მათი დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით და ამ ვადის განმავლობაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება თან უნდა ერთვოდეს შესაბამის მონაცემებს;
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა;
- ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) მონაცემთა სუბიექტის თანხმობით
ბ) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად
გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად;
დ) კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.
მუხლი 18. მონაცემთა გადატანის უფლება
ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
მუხლი 19. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, “პროფაილინგის” საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც “პროფაილინგის” საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:
ა) ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას;
ბ) აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;
გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
- მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მონაცემთა სუბიექტისთვის მისი მოსაზრების გამოთქმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემის გზით;
- ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის სათანადო გარანტიები.
მუხლი 20. თანხმობის გამოხმობის უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს;
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხად;
- მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
მუხლი 21. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა
- მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13, მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
ე) მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ზ) მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას.
- მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13, მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ.
- მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისა და მის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 22. გასაჩივრების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.